2.პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით: მოსწავლის მიერ თავის ოჯახის, გვარის წარმომავლობის ან ადგილმდებარეობის ისტორიული მნიშვნელობის ცნობების მოძიება.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ეცნობიან ისტორიულ ფაქტებს.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლე აქტიურად იყენებს თანამედროვე თექნოლოგიებს, უფრო ღრმად წვდება თავის გვარის წარმომავლობის ისტორიას, უმაღლდება პატრიოტული მოტივაცია.
5.მონაწილეთა ასაკი: 10-11
6.ვადები: 2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სლაიდშოუ, ფოტოალბომი.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, მობილური, კომპიუტერი, პროექტორი.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მასალის შეგროვება (გვარის წარმოშობა , ისტორია, ისტორიული ძეგლების ან ადგილების კავშირი გვართან, საინტერესო მოვლენები და ა.შ) სოფელში ან ქალაქში, დამუშავება, გაფორმება და პრეზენტაციის სახით წარმოდგენა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-სთან კავშირი:
ა) კავშირი ისტორიასთან
ბ)კავშირი გეოგრაფიასთან
გ)ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას მოსწავლე:
აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს მათ ახალი პროდუქტის შექმნისას;
იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების შექმნისას (მაგ.,: რიცხვითი მიმდევრობა, ფიგურების განლაგება);
მიზნებისა და აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიან კომბინირებას;
ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):რუსუდან ბუიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ruso.buishvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
პროექტის განხორციელების გეგმა
No comments:
Post a Comment