Monday, November 4, 2019


სოციალური პროექტი
პირველი მასწავლებელი
სსიპ ქალაქ რუსთავის #17 საჯარო სკოლა
პედაგოგი: რუსუდან ბუიშვილი

პროექტის აქტუალობა
 სასკოლო ცხოვრებაში, ერთ-ერთი პრიორიტეტულია ურთიერთობები მოსწავლე-მასწავლებელს შორის, რომელსაც დიდი როლი ეკისრება საერთო სასკოლო-საკლასო კულტურის ჩამოყალიბებაში. სწორედ ამ ურთიერთობების სწორად დალაგების შედეგია სკოლაში ტოლერანტული და მეგობრული გარემოს შექმნა. თუ ეს ურთიერთობები მოწესრიგებულია , ამაში დიდი წვლილი მიუძღვის პირველ მასწავლებელს. აქედან გამომდინარე საჭიროა მოსწავლემ და მშობელმა მეტი იცოდნენ, აფასებდნენ და პატივს სცემდნენ მასწავლებელს და მასწავლებლის პროფესიას, მიიჩნევდნენ ერთგულ მეგობრად, სჯეროდეთ მისი.
    პროექტის მონაწილეები:


პი        პირველი კლასის მოსწავლეები
2.                 მასწავლებლები.
3.                  მშობლები
პროექტის ხანგრძლივობა   
2 კვირა
მიზანი
მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;
მოსწავლეებში  მასწავლებლის როლის ამაღლება, პატივისცემისა და რწმენის ჩანერგვა. მასწავლებლის როგორც მეგობრის წარმოჩენა.
ამოცანები და განხორციელების გზები
              

 აქტივობები:

პირველი აქტივობა -- სოციალური პროექტის გაცნობა სკოლის ადმინასტრაციას და მშობლებს - 17- 18  ოქტომბერი


მეორე აქტივობა - (22 -ოქტომბერი) მოვაწყობ  შეხვედრას თემაზე  ,,როგორ წარმომიდგენია  ჩემი პირველი მასწავლებელი“, ვურჩევ მოსწავლეების მშობლებს წაუკითხონ მოთხრობა ბავშვებს -ნაწარმოები მასწავლებლის შესახებ.
მესამე აქტივობა -- (23-28 ოქტომბერი)--მოსწავლე და მშობელი კითხულობს ნაწარმოებს მასწავლებელზე.
მეოთხე აქტივობა   --  31  ოქტომბერს----მოვაწყობ  დისკუსიას მშობლებისა და მოსწავლეების მონაწილეობით, სადაც განვიხილავთ წაკითხულ ნაწარმოებს ასევე მოვყვებით ჩვენი პრაქტიკიდან მაგალითებს და ვიმსჯელებთ მასწავლებლის როლსა და მნიშვნელობაზე, მოსწავლის ცხოვრებაში.

შედეგი

შედგება  მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
მოსწავლეები მასწავლებელში დაინახავენ ერთგულ თანამდგომს, რომელიც მისი წარმატებული მომავლისათვის იბრძვის. ადამიანს, რომლისაც უნდა სწამდეს და სჯეროდეს. მასწავლებელი კი რომლის მოსწავლეებიც ასე ფიქრობენ მიაღწევს მეტ დამაჯერებელ შედეგებს.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
1. მოხდა,თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
2.  რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
5. განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება;
6.  მომავალში  მეტი ყურადღება რას მივაქციო?

პროექტში  მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
საშუალო
საშუალოზე მაღალი
კარგი
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
ცდილობს თანამშრომლობას.
თანამშრომლობს ჯგუფთან.
თანამშრომლობს ჯგუფთან და ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.
აკეთებს პრეზენტაციას:
აზრს თანმიმდევრულად გადმოსცემს.
მსჯელობს საკითხის ირგვლივ.
პასუხობს დასმულ კითხვებზე.
.
 ვერ ახერხებს ნაშრომის სათანადოდ წარმოჩენას.
კარგად წარმოაჩენს ნაშრომს, უჭირს კითხვებზე პასუხი.
წარმოაჩენს ნაშრომს, პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
ურთიერთობს სხვა ჯგუფის წევრებთან
ახერხებს კითხვის დასმას, მოსმენას.
სვამს კითხვებს, უსმენს ინტერესით.
სვამს კითხვებს, ისმენს ინტერესით, იყენებს ურთიერთობისას ზრდილობიანი მიმართვის ფორმებს.

მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
ხალისით ვმუშაობდი პროექტზე?
დიახ
არა
საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა?
დიახ
არა
ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან?
დიახ
არა
შევძელი ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა?
დიახ
არა
რომელი ეტაპი უფრო საინტერესო იყო?
პროექტზე მუშაობის პროცესი
პრეზენტაცია
ვიმუშავებ კიდევ ახალ პროექტზე?
დიახ
არა

ჩემი თვითშეფასების რუბრიკა
პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები
დიახ
არა
პროექტში მონაწილეობდა ყველა მოსწავლე?
დიახ
არა
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგებს?
დიახ
არა
პროექტი გაწერილ დროში შესრულდა?
დიახ
არა




ამა წლის 17-31 ოქტომბერისთვის დავგეგმე სოციალური პროექტის „ჩემი პირველი მასწავლებელი“-ს განხორციელება. რათქმაუნდა ეს პროექტი გათვლილი იყო დაწყებითი კლასის მოსწავლეებზე და მათ მშობლებზე.
  სასკოლო ცხოვრებაში, ერთ-ერთი პრიორიტეტულია ურთიერთობები მოსწავლე-მასწავლებელს შორის, რომელსაც დიდი როლი ეკისრება საერთო სასკოლო-საკლასო კულტურის ჩამოყალიბებაში. სწორედ ამ ურთიერთობების სწორად დალაგების შედეგია სკოლაში ტოლერანტული და მეგობრული გარემოს შექმნა. თუ ეს ურთიერთობები მოწესრიგებულია , ამაში დიდი წვლილი მიუძღვის პირველ მასწავლებელს. აქედან გამომდინარე საჭიროა მოსწავლემ და მშობელმა მეტი იცოდნენ, აფასებდნენ და პატივს სცემდნენ მასწავლებელს და მასწავლებლის პროფესიას, მიიჩნევდნენ ერთგულ მეგობრად, სჯეროდეთ მისი.         
პროექტში მონაწილეობდნენ პირველი კლასის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები. ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტზე მუშაობა: 17-18 ოქტომბერს გავაცანი ადმინისტრაციას და მშობლებს. მშობლები სიამოვნებით დათანხმდნენ თანამშრომლობას.
22 ოქტომბერს მოვაწყვე შეხვედრა და ვისაუბრე თემაზე „როგორ წარმომიდგენია ჩემი პირველი მასწავლებელი“, შევარჩიეთ სასურველი ლიტერატურა მასწავლებლების შესახებ და მშობლებს რეკომენდაცია მივეცი წაეკითხათ შვილებისთვის.
23-28 ოქტომბერი დაეთმო მოთხრობების კითხვას და შთაბეჭდილებების გაზიარებას.
31 ოქტომბერს დასრულდა პროექტი. მოეწყო შეხვედრა მოსწავლეებსა და მშობლებთან. განვიხილეთ წაკითხული მოთხრობები და მაგალითები პრაქტიკიდან, ვიმსჯელეთ მასწავლებლის როლსა და მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში.
შედგა  მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში; მოსწავლეებმა მასწავლებელში დაინახეს ერთგული თანამდგომი, რომელიც მისი წარმატებული მომავლისათვის იბრძვის, ადამიანი, რომლისაც უნდა სწამდეს და სჯეროდეს. მასწავლებელი კი რომლის მოსწავლეებიც ასე ფიქრობენ მიაღწევს მეტ დამაჯერებელ შედეგებს.
პროექტის ფარგლებში მიზანი მიღწეულ იქნა, მომავალში შეიძლება კორექტივების შეტანა გაფართოების თვალსაზრისით.




No comments:

Post a Comment