Sunday, November 17, 2019




პროექტი „პატარები და ჰიგიენა“
            დაიწყო შემოდგომა და განსაკუთრებით საჭირო გახდა პატარებში ჰიგიენაზე საუბრები. გადავწყვიტე პირველკლასელებთან და მათ მშობლებთან განმეხორციელებინა პროექტი.
პროექტის გეგმა:
ავტორი: რუსუდან ბუიშვილი
მიზნობრივი ჯგუფი:  მოსწავლეები (I კლასი)
პროექტის სახელწოდება:  ,,პატარები და ჰიგიენა“      
განხორციელების დრო: 1 კვირა
განხორციელების თარიღი:  24.09.201930.09.2019
პრობლემის ანალიზი: გადავწყვიტე, რომ ბავშვებს გავაცნო პირადი ჰიგიენის დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობა  სასკოლო ცხოვრებაში. პირველკლასელები ჯერ ვერ აღიქვამენ ჰიგიენის დეფიციტის სიმწვავეს საკლასო სივრცეში და გარდა იმისა რომ, ხელები, საგნები, ტანსაცმელი ინტენსიურად ესვრებათ, ასევე ერთმანეთს უზიარებენ საკვებს რომელსაც უკვე შეეხნენ პირით და მათ არ იციან ამის მოსალოდნელი შედეგები. 
პროექტის მიზანი:
·         მოსწავლეებში  საკვების მიმართ ცნობირების ამაღლება.
·         მოსწავლეებისთვის სუფთად საკვების მიღების წესის ჩამოყალიბება.
·         მოსწავლის მიერ საკუთარი თავის კონტროლის გაძლიერება ჰიგიენის თვალსაზრისით.
მოსალოდნელი შედეგი: სხვადასხვა სიუჟეტების ნახვის და დაგეგმილი სახალისო აქტივობებით შთავაგონო ბავშვებს, რომ პირადი ჰიგიენის დაცვა უმნიშვნელოვანესია  ადამიანისთვის.
აქტივობები:
1.     მოსწავლეებში თემისადმი ინტერესის აღძვრა, პროექტის მიზნების და ამოცანების გაცნობა.
2.     ინტერესის გაძლიერებისთვის სხვადასხვა, საინტერესო ვიდეო რგოლის ნახვა.
3.     დისკუსიის მოწყობა: ,, რატომ არის მნიშვნელოვანი ხელების და პირის ღრუს ჰიგიენა?
4.     სკოლის ექიმთან შეხვედრა, გასაუბრება ჰიგიენის მნიშვნელობაზე.
5.      მიღბული ინფორმაციის შეჯამება.

განრიგი:
1.     24.09.19თემის განცობა
2.     25.09.19ვიდეო რგოლების ნახვა.
3.     26.09.19დისკუსიის მოწყობა: ,, რატომ არის მნიშვნელოვანი ხელების და პირის ღრუს ჰიგიენა?
4.     26.09.19სკოლის ექმითან შევედრა.
5.     30.09.19მიღბული ინფორმაციის შეჯამება.
სასწავლო მიზანი ბავშვებმა შეძლონ  მარტივად ინტეგრირდნენ და ადვილად დაამყარონ კონტაქტი ერთმანეთთან ჰიგიენის დაცვით, ისაუბრონ მათთვის ახალ თემაზე და შეძლონ რისკების გაანალიზება.
აქტივობების შეფასების რუბრიკა:
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი

დაკვირვების საგანი
კომენტარი
1
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში?

2
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

3
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ?

4
ჰქონდათ თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი?

5
იყვნენ თუ არა ჯგუფებში პასიური წევრები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი


მასწავლებლის თვითშფასების კითხვარი

კრიტერიუმები
დიახ
არა
1
პროექტის დაგეგმვისას გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები


2
მოვახერხე პროექტში ყველა მსოწავლის ჩართვა


3
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგს


4
პროექტი დასრულდა განწერილ დროში



რესურსები:
ოთახი შეხვედრებისთვის/კომპიუტერი
პროექტორი/საკანცელარიო მასალა/მობილური ტელეფონი



პროექტის    შეფასება
რა იყო პროექტის მიზანი
__________________________________________
რა სამუშაოს ვასრულებდი __________________________________________
რა მომეწონა ჯგუფის მიერ პროექტსა და სამუშაო პროცესში
__________________________________________
რა შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო
_________________________________________
ჩემი   წინადადებები

ჯგუფი წევრების თვითშეფასების რუბრიკა
აქტიურად ვიყავი ჩართული
ჯგუფის მუშაობაში__________________________________კი______არა
ვიცავდი ჯგუფში მუშაობის წესებს____________________კი______არა
ჩემი მოსაზრება იყო მნიშვნელოვანი__________________კი_______არა
ჯგუფის პრეზენტაცია იყო ორიგინალური და
შეესაბამებოდა მოთხოვნებს__________________________კი_______არა

დაცული იყო დროის ლიმიტი________________________კი_______არა

რეფლექსია
ხელმძღვანელი რუსუდან ბუიშვილი
Ruso.buishvili@gmail.com
სოციალური პროექტის ფარგლებში პირველ კლასში გნვახორციელე პროექტი  „პატარები და ჰიგიენა“. იგი დავგეგმე ესგს მიზნებიდან და დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე. პროექტის განხორციელება დავიწყე 24.09. 2019 . დავასრულეთ 30.09.2019 .
გავმართეთ დისკუსია. მოსწავლეებმა და მშობლებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება პროექტის შესახებ.
 ვიმუშავე მთელ კლასთან. მოსწავლეებმა და მშობლებმა ჩემი მითითებით მოიძიეს ინფორმაცია, ფოტო და ვიდეო მასალები ინტერნეტში და დაახარისხეს . მოვაწყვე შეხვედრა  სკოლის ექიმთან  და მისგან მიიღეს ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰიგიენის შესახებ.
მოსწავლეებმა მოიძიეს (youtube)-ვიდეოპორტალიდან ინფორმაცია მიკრობებსა და ვირუსების შესახებ. ამ პროექტით მოსწავლეებს უკეთესად განუვითარდათ პირადი ჰიგიენის დაცვის, საკითხის დაგეგმვის, ორგანიზების, კვლევის და  კრიტიკული აზროვნების უნარი.
პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა დაეხმარა მათ გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში. ასევე განუვითარდათ გუნდური მუშაობის ინფორმაციის  მოძიების, დამუშავების და ანალიზის უნარები. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში.
პროექტის მსვლელობისას არ შექმნილა საჭიროება აქტივობების დამატების და გეგმის მოდიფიცირების.
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ  ვთვლი, რომ მიზანი მიღწეულია,  ვინაიდან გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებში.







No comments:

Post a Comment