Monday, November 4, 2019



   პროექტი- „სოციალური ქსელი-Facebook”

Pproeqtis avtori: rusudan buiSvili
Pproeqtis dasawyisi _ 15.10.2019w
Pproeqtis dasasruli _31.10.2019w
CarTuli moswavleebi _ 5a klasi(21 moswavle).

Pproeqtis muSaobis dawyeba gamovaqveyne skolis feisbuq-gvedze:

problema
·         სოციალურ ქსელში ჩართული მოსწავლეების პრობლემების არსებობა;
     მშობლებისა და შვილების ურთიერთობები ,, Facebook“-თან  დაკავშირებით.
პრობლემის აქტუალურობა
    5 კლასში სწავლობს 29 მოსწავლე. ყოველი მათგანი დიდ ინტერესს იჩენს კომპიუტერისა და ინტერნეტის მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ჩართვა სოციალურ ქსელში.ინტერესი კომპიუტერული თამაშებისა და სოციალური ქსელის მიმართ.
   დღევანდელობისთვის მეტად აქტუალური საკითხის გამო, საჭიროდ ჩავთვალე მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩართვით სოციალური პროექტის მომზადება.
პროექტის მიზნები
·         მოსწავლეები უკეთესად გაიცნობენ სოციალური ქსელების ფუნქციას;
·         გაეცნობიან ეთიკურ ნორმებს, რომელიც აუცილებელია სოციალურ ქსელში მუშაობისას;
·         მოსწავლეები და მათი მშობლები შეძლებენ როგორც ურთიერთთანამშრომლობის, ასევე ვირტუალურ სამყაროში თანამშრომლობის, ტოლერანტობის უნარ-ჩვევებს;
·         გაიზრდება მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.

პროექტის ამოცანები
ჯგუფების დაკომპლექტება მოსწავლეების კენჭისყრის საშუალებით;
·         სახელწოდების შერჩევა ჯგუფებისთვის;
·         ინფორმაციის მოძიება სოციალური ქსელების შესახებ;
·         კედლის გაზეთის შექმნა;
·         ბუკლეტების დამზადება;
·         გულსაბნევების დამზადება;
·         გამოკითხვის ჩატარება მშობელთა ჩართულობით თემში -  ანკეტის საშუალებით;
·         პრეზენტაცია;
დაჯილდოება.

განხორციელების გზები
საორგანიზაციო საკითხები:
ჯგუფების დაკომპლექტება მოსწავლეების კენჭისყრის საშუალებით; სახელწოდების შერჩევა ჯგუფებისთვის განხორციელდა სურვილისა და არჩევანის მიხედვით - 1 დღე;
2.         ინფორმაციის მოძიება და ტექსტური ფაილის შექმნა - 3 დღე;
3.         კედლის გაზეთის მომზადება - 3 დღე;
4.         მონიტორინგის ჩატარება მოსწავლეებში გამოკითხვის საშუალებით - ,,რა გავიგე, რა ვიცი, რა მინდა ვიცოდე“ 
5.         გულსაბნევების დამზადება - 1 დღე;
6.         გამოკითხვის ჩატარება  - 2 დღე;
7.         პრეზენტაცია/დაჯილდოება - 31 ოქტომბერი.

მოსალოდნელი შედეგები
·         მოსწავლეები შეძლებენ სოციალურ ქსელში ,,Facebook” უკეთესად და უფრო კორექტულად მუშაობას;
·         მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შორის ურთიერთობა უფრო სასარგებლო გახდება სოციალურ ქსელში მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებთან მიმართებაში;
·         გაიზრდება მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.

რესურსები
კომპიუტერი;
·         ინტერნეტი;
·         პროექტორი;
·         პრინტერი;
·         ფორმატი;
·         ფერადი ქაღალდები;
·         ფლომასტერები;
·         წებო;
·         ქაღალდები - A4 ფორმატის.

შეფასება
მონაწილეთა შეფასება განხორციელდება განმავითარებელი შეფასებით და სიგელებით, დიპლომებით და სერთიფიკატებით .




პროექტი- „სოციალური ქსელი-Facebook”
            მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს დავიწყე პროექტის  სოციალური ქსელი-Facebook”-ის განხორციელება. სამიზნე ჯგუფად ავირჩიე მე-5 კლასელები და გავაცანი პროექტის იდეა, ასევე პროექტის შინაარსი გავაცანი მათ მშობლებს , რათა დაცული იყოს თითოეული მოსწავლის პირადი ინტერესი. ბავშვები დაინტერესდენ  მით უმეტეს, რომ სოციალური ქსელები დღევანდელ დღეს ძალზე აქტუალურია და საინტერესო.
            ამ პროექტით მოსწავლეებმა  გაიცნეს სოციალური ქსელის ფუნქცია, ეთიკური ნორმები, რომელიც აუცილებელია Facebook-ში მუშაობისას. გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
            ძალიან სახალისო იყო პროექტის მსვლელობა. ზოგადად ბავშვები იცნობენ სოციალურ ქსელს და შევეცადე უკეთესად, სიღრმისეულად გამეცნო მისი ფუნქციები. ჩამოვაყალიბე ჯგუფები და მათ შორის ურთიერთთანამშრომლობა საინტერესოდ მიმდინარეობდა. ამ პროცესმა ბავშვებს კიდევ უფრო მეტად განუვითარა ვირტუალურ სამყაროში თანამშრომლობის და  ტოლერანტობის უნარ-ჩვევები, ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა გზით.
            ბავშვებმა ჯგუფებს შეურჩიეს სასურველი სახელები კენჭისყრით. მოიძიეს ინფორმაციები საინტერესო მოვლენების შესახებ, შექმნეს ტექსტური ფაილები. დაამზადეს გულსაბნევები ჯგუფების სახელებით და ჩაატარეს გამოკითხვები.
            პროექტის დამთავრებისას მოხდა მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია / შეფასება, შეავსეს თვითშეფასების კითხვარი.
            მონაწილეთა შეფასება მოხდა განმავითარებელი შეფასებით, სიგელებით და დიპლომებით.





No comments:

Post a Comment